კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა ნუცუბიძე (დ. 14 დეკემბერი, 1888, სოფელი ფარცხანაყანევი — გ. 6 იანვარი, 1969, თბილისი) –  ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი, უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებდა სემინარებს, რითაც ხელს უწყობდა ქართული ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას. 1916-1918წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 წელს იყო თსუ ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 1925-1926წწ. იყო ლაიპციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ “აღმოსავლური რენესანსის” საკითხებს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments