შალვა ქიქოძე (დ. 27 მაისი, 1894, ბახვი — გ. 7 ნოემბერი, 1921, ფრაიბურგი) –
ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი.
შალვა ქიქოძემ საშუალო ცოდნა მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. ამავე წელს იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა მხატვრობას ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში. აღსანიშნავია, რომ იგი მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, ხატავდა მარცხენა ხელით.
1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ექსპედიციაში — შეასრულა ფსკერების პირები. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1919 წელს ქიქოძემ თბილისში გიორგი ჯაბადარის თეატრში, მხატვრულად გააფორმა ჯ. ჯაკოზას პიესა „ვითა ფოთლები“ და სხვა. 1919 წლის დეკემბერში სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნილ იქნა პარიზში, სადაც 1921 წელს ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად მოეწყო ქიქოძის სურათების გამოფენაც. საჯარო გამოფენაზე შალვა ქიქოძემ პირველად მონაწილეობა მიიღო თბილისში. 1919 წელს ადგილობრივმა პრესამ ერთხმად აღნიშნა მისი ნიჭი და ქართველმა საზოგადოებამაც ახალგაზრდა მხატვარზე დიდი იმედები დაამყარა. 1921 წლის ივნისში ფილტვების დაავადების გამო იგი პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა საკურორტო წამლობისათვის.
შალვა ქიქოძე გარდაიცვალა 1921 წლის 7 ნოემბერს 27 წლის ასაკში.
დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში.

