შალვა ქვასროლიაშვილი (1954 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი)
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი.
დაიბადა 1954 წელს. აკურის საშუალო სკოლაში შევიდა 1961 წელს. დაასრულა 1970-71 წელს. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ამბობენ, რომ საოცრად კარგად ცეკვავდა ქართულ ცეკვებს.. მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად თელავის სკოლებში. შეეძინა 2 შვილი.
1989 წლის 9 აპრილს ელოდნენ სოფელში მეგობრის, თანაკლასელის იუბილეზე, მაგრამ არ ჩამოვიდა. მუდმივად მიტინგებზე იყო ნოემბერშიც და აპრილშიც. რომ ჩამოვიდოდა, გული არ უჩერდებოდა და ისევ უკან, თბილისში ბრუნდებოდა. როდესაც რუსეთის ჯარი თავისუფლების მოედანზე შემოვიდა, შალვა ცეკვავდა. მან დაინახა, რომ რუს ჯარისკაცს უნდა მოეკლა ორსული ქალი. შალვა ქალს გადაეფარა და ის სიკვდილს გადაარჩინა. ქალმა საკუთარ შვილს შალვა დაარქვა.
დაკრძალულია თელავის რაიონის სოფელ აკურაში.
დაკრძალვის დღეს მიწა ხელით მიაყარეს- გმირს ნიჩაფით მიწის მიყრა არ აკადრეს.
ფოტოები მოგვაწოდა აკურის სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ქევხიშვილმა.

