კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა თაბუკაშვილი (დ. 28 მარტი, 1893, ხარაგაული — გ. 9 მაისი, 1971, თბილისი) –
პედაგოგი, ლიტერატორი.
სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1916 წელს და დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სკოლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 20-იან წლებში მამასთან ერთად, რომელიც აგრეთვე ცნობილი პედაგოგი იყო, ხელი მოჰკიდა სახელმძღვანელოებისა და მეთოდური ლიტერატურის შედგენა-გამოშვებას. სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა საყმაწვილო მოთხრობებს, ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, მუშაობდა გამომცემლობებში: „სახელგამსა“ და „საბლიტგამში“ მთავარ რედაქტორად, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ რედაქციის გამგედ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments