კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა ჭანკოტაძე (დ. 24 იანვარი, 1902, გორი — გ. 21 თებერვალი, 1965, თბილისი) –  სამხედრო-საჰაერო მოღვაწე, საბჭოთა ავიაციის გენერალ-მაიორი (1944). დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდაშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა (1927). 1927-1931 წწ. მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში. 1938-41 და 1951-65 იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი. მეორე მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას; მონაწილეობდა სტალინგრადის საჰაერო ბრძოლებში. 1946 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments