კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა წინწალაშვილი (1960-2021)
პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს იყო აღნიშნული უნივერსიტეტის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, გურჯაანის აგურის ქარხნის ცვლის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ექსპერტ-ქიმიკოსი, „საქსოფლქიმიის“ გურჯაანის სარაიონო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
დაკრძალულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მიხეილ ამისულაშვილმა.
         
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments