კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შაქრო გომელაური (1888-1961) –
მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი.
მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში. 1910 წლიდან ვალერიან გუნიამ მიიწვია თბილისის პოფესიულ დასში. 1910-1916 მუშაობდა თბილსის თეატრში. 1916-1918 წლებში ქუთაისის თეატრში, 1922-1924 წლებში ბათუმის თეატრში. 1928 წლიდან იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი როლი, მათ შორის: ერეკლე, ვილჰელმ კილმანი, პეპია, იაგო, კომისარი. გადაღებულია ფილმებში: „მე ვიტყვი სიმართლეს“, „მამლუქი“. მისი ხელმძღვანელობით მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300–ზე მეტი კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments