აკაკი ბაბუნაშვილი (შავი პრინცი) (დ. 4 ივლისი, 1971 — გ. 4 თებერვალი, 2019) –
რეპერი.
დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა მეორე მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში „ოთხი ტარაკანა“. საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და ჰიპ-ჰოპის შექმნა დაიწყო, მუსიკალურ თემებს და ტექსტებს რეპერი თავად წერდა.
რეპერი 2019 წლის 4 თებერვალს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმში, სადაც ხელოვანი ბოლო წლებში ცხოვრობდა. გარდაცვალების მიზეზი თირკმელების უკმარისობა გახდა.
დაკრძალულია ქუთაისში.
