კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შერმაზან ყაყიჩაშვილი (დ. 12 აგვისტო, 1936, თბილისი, საქართველო — გ. 18 აგვისტო, 2001, თბილისი) —
ფიზიკოსი. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამომგონებელი.
სწავლობდა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში (ამჟამად პირველი კლასიკური გიმნაზია). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1963 წლებში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლად. 1963 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკური კვლევების ლაბორატორიას, სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი წრიული ჰოლოგრამა. შერმაზან ყაყიჩაშვილი ითვლება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებლად. პირველმა შექმნა წრიული ჰოლოგრამა, რომელზეც თავისი თავი ასახა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლოგრაფიის განვითარებაში.
გარდაიცვალა თბილისში 65 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments