კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შიო ჩიტაძე (1873-1906) – კრიტიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი გიმნაზიის სრული კურსი დაასრულა 1892 წელს; 1893 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კურსი მან წარმატებით დაასრულა 1897 წელს და მიწვეულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კიევის გიმნაზიაში, 1904 წელს თბლისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა იგი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მოიწვია და მან თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა; მალე იგი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა დანიშნული; მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო მასწავლებელთა ყრილობა თბილისში; მონაწილეობდა თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე 1905 წლის სექტემბერში; სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოების “ცნობის ფურცლისა” და “შრომის” სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი იყო; 1906 წელს ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments