შიო ქუჩუკაშვილი (ფსევდონიმი შიო მღვიმელი, დ. 12 თებერვალი, 1866, ბრეთი (ქარელის რაიონი) — გ. 29 დეკემბერი, 1933, თბილისი) —
საბავშვო პოეტი, ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული მწერალი.
1881 წელს მიაბარეს გორის საოსტატო სემინარიასთნ არსებულ სანიმუშო სკოლაში, სადაც სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და მისი ძმები. 1887 წელს გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშაობდა ჯერ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი „დილა“ 1885 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად.
1933 წლის 24 დეკემბერს ცუდადშექნილი მწერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მკურნალობდნენ ექიმები პროფესორი ზაქარაია და დოცენტი კონიაშვილი. ტვინში სისსხლის ჩაქცევის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონში მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ანა ჩივაძე (დ. 1 ივლისი, 1877, სოფ. კავთისხევი (კასპის რაიონი) — გ. 6 თებერვალი, 1975, თბილისი); ნინო ქუჩუკიშვილი (1902-1993) – მთარგმნელი; ქეთევან ქუჩუკიშვილი (1915-2012) – მწერალი.