კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა აღსაბაძე (დ. 10 დეკემბერი/22 დეკემბერი, 1896, თბილისი — გ. 6 ივლისი, 1966, იქვე) –
რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1965).
სწავლობდა თბილისში ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში, 1923 წლიდან კი მოსკოვში ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატულ სტუდიაში. 1927-1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრებში, 1928-1939 წლებში რუსთაველის თეატრში, 1928-1947 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დადგმული აქვს სპექტაკლები: რუსთავებლის სახელობის თეატრში ― ვ. კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“ (1928), ა. კორნეივუკის „პლატონ კრეჩეტი“ (1935), უ. შექსპირის „ოტელო“ (1937), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ―  „აბესალომ და ეთერი“ (1937), ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ბაქო) ― რ. გლიერის „შაჰსენემი“ (1936), ლენინგრადის მ. გორკის სახელობის დრამატულ თეატრში ―  „ღირსება“ (1938).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments