კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა ჩანტლაძე (დ. 13 ივნისი, 1928, ზემო აკეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ნოემბერი, 1968, თბილისი)
პოეტი.
დაიბადა 1928 წლის 13 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში, დედის სოფელში. ადრეული ბავშვობა გაატარა სოფელ ზემო ბჟოლიეთში. 1934 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
1947 წელს დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. 1954 წელს პოეტი სოფელ პატარა ირაგაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ლილოს ბიბლიოთეკაში, რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში, თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში, წერდა რადიოსა და ტელევიზიისათვის.
გარდაიცვალა 1968 წლის 29 ნოემბერს, მე-3 საავადმყოფოში, ბრმანაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments