კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა ჩოჩიშვილი (1950-2009) – ოლიმპიური ჩემპიონი (1972-მიუნხენი), ძიუდო. ორგზის (1972, 1977) აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. დაიბადა 1950 წლის 10 ივლისს ღვლევში ( ქარელი). ძიუდოისტი (93, 95 კგ). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). ჰოლანდიის (1974), იაპონიის (1971, 74), ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. გარდაიცვალა 2009 წლის 27 აგვისტოს. დაკრძალულია ღვლევში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments