შოთა გაბელაია (1936-1979) – მსახიობი, აფხაზეთის დამსახურებული არტისტი. დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1968წწ. სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. 1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. გადაღებულია 20 ფილმში. კინო როლებიდან აღსანიშნავია: საჩინო (“ესკულაპეს მოწაფე”), დეზერტირი (“წუთისოფელი”), მეორე მწვრთნელი (“ფეოლა”), მასხარა (“ძველი კოშკი”), არისტო (“სამანიშვილის დედინაცვალი”), ქუჩაია (“ყვარყვარე”), და სხვა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა კახა გაბელაიამ.

