კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა გამყრელიძე (1922-2015)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს.
1948-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1953–1954წწ. სოხუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1959წწ. რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1959–1973წწ. მთავარი ექიმი; 1973–1992წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; პროფესორი. კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელი საქართველოში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments