კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა გორგოძე (1931-2020) –
გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (1986-1990); 1994-2000წწ. საქართველოს შსს აკადემიის რექტორი.
დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი 1950 წელს. მუშაობდა ქარხანა “ელექტროგამშვებში” საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად; 1963-1965წწ. საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად; 1965 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად; სამმართველოს უფროსის მოადგილედ; სამმართველოს უფროსად; 1977-1986წწ. მინისტრის მოადგილედ; დაჯილდოებული ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
დაკრძალულია წავკისში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა დავით კვაჭაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments