კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა ლომსაძე (დ. 7 მაისი, 1925, ჩუნჩხა, ახალქალაქის რაიონი — გ. 2003) –
პოეტი და ისტორიკოსი, პროფესორი (1976).
დაიბადა ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში, დაამთავრა ჩუნჩხის რვაწლიანი სკოლა, შემდეგ ახალქალაქის საშუალო სკოლაში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ომში გაიწვიეს. ომიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. სამცხე-ჯავახეთის საკითხებზე დაიცვა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ კი სადოქდტორო დისერტაცია. დაჯილდოებულია უმაღლესი სარდლობის მეორე ხარისხის ორდენით. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1943 წელს 392-ე ქართული დივიზიის საფრონტო გაზეთში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments