კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა მამულაძე (1952-2024) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1952 წლის 9 მაისს, შუახევის რაიონ სოფელ ნენიაში. 1959-1967 წლებში სწავლობდა ნენიის რვაწლიან სკოლაში, ხოლო 1967-1969 წლებში შუახევში, სადაც საშუალო სკოლა დაამთავრა. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით 1975 წელს; 1978-1981 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში არქეოლოგიის სპეციალობით. 1975-1980წწ. მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ლაბორანტად; 1978-1991წწ. პარალელურად მუშაობდა ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად; 1978-1995წწ. აჭარისწყლის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელად; 1980-1988წწ. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ასისტენტად; 1988-1992წწ. უფროს მასწავლებლად; 1992-2004წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად; 1994 წლიდან მუშაობს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველად; 2004-2006წწ. არქეოლოგია-ეთნოლოგიის კათედრის პროფესორად და ამავე კათედრის გამგედ; 2005 წლიდან არის გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; პარალელურად 2006-2013წწ. იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელიც; 2007-2019წწ. მუშობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორად; 2019 წლიდან არის ამავე დეპრტამენტის ემერიტუს პროფესორი; 1973 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული 70-ზე მეტ ექსპედიციაში საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ; იყო გონიო-აფსაროსის ქართულ გერმანული, ქართულ-იტალიური და 2014 წლიდან კი ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 15 მონოგრაფია; 60-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ: ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, ბელგიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინში და სხვა ქვეყნებში; მონაწილეობა აქვს მიღებული 70 -მდე საერთაშორისო და 40-მდე ადგილობრივ სამეცნიერო კონგრესებში, კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში; სხვადასხვა დროს იყო 10-მდე გრანტის ხელმძღვანელი თუ ძირითადი შემსრულებელი; არის სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი; იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 15 სამაგისტრო და 9 სადოქტორო დისერტაცია; შუახევის მუნიციპალიტეტისა და ზამლეთის თემის საპატიო მოქალაქე. ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის გამო დაჯილდოებულია ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელმწიფო პრემიით მონოგრაფიისათვის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიით. დაკრძალულია ბათუმში, საგვარეულო სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო მამულაძემ.
   
Subscribe
Notify of
guest

1 Comment
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Nino
Nino
1 year ago

☹️🥺😔