შოთა ნადირაშვილი (დ. 26 იანვარი, 1926 — გ. 13 აგვისტო, 2011)
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1944 წელს.
1952–1984წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; 1956–1985წწ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უფროს, უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ, 1985–2006წწ. დირექტორად. მუშაობდა პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში. იგი არის განწყობის ანტროპული თეორიის ავტორი და განწყობის ფსიქოლოგიაში სოციალური განწყობის თეორიის ფუძემდებელი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
