შოთა ქემხაძე (1917-1989) –
მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ალგებრას, კერძოდ, ნილპოტენტურ ჯგუფთა თეორიის საკითხებს.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

