შოთა ქიტიაშვილი (დ. 25 აგვისტო, 1952-2023)
პოლიტიკოსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1978 წლებში იყო გურჯაანის მევენახეობის მეურნეობის მუშა, ბრიგადირი, 1978 წლიდან იყო გურჯაანის მე-3 საშუალო სკოლის მასწავლებელი.
დაკრძალულია გურჯაანში. იოანე მახარობელის ტაძრის გვერდით.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა შორენა მიქაძემ.


