შოთა ხევსურიანი (1925-2021)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნეიროტრავმატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, რესპუბლიკის მთავარი ნეიროქირურგი. საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი.
დაამთავრა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1950 წელს.
1950-1953წწ. იყო კალინინის(ტვერი) ონკოლოგიური დისპანსერის სტაციონარის ქირურგი; 1953-1056წწ. სამხედრო ლაზარეთის ქირურგი; 1956-1958წწ. თბილისის II კლინიკური საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1958 წლიდან არის უმცროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
