კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა ყავლაშვილი (1926-1995) – საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987), აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. 1943 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სააღმშენებლო ფაკულტეტზე არქიტექტურის სპეციალობით. რომელიც 1948 წელს დაამთავრა. 1950 წლიდან მუშაობას იწყებს “თბილაქალქპროექტის” არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად. 1960 წელს უკვე თბილისის არქიტექტორად. 1967 წლიდან საქართველოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს წევრია, 1968-1970 წლებში თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს მთავარი არქიტექტორია, 1970 წელს თბილისის მთავარ არქიტექტორად და მთავარ არქიტექტურულ-საგეგმო სამმართველოს უფროსად ინიშნება, 1972-1974 წლებში საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის პრეზიდიუმის წევრად ირჩევენ და პალატის მხატვრად ნიშნავენ, 1972-1983 წლებში საერთაშორისო გამოფენების საქართველოს დამოუკიდებელი გამოფენების მთვარი მხატვარია და მისი ხელმძღვანელობით მომზადებული გამოფენები წარმატებით იმართება პარიზში, დასავლეთ ბერლინსა და ტოკიოში. 1980 წელს ირჩევენ თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1982 წელს ინიშნება საქართველოს სსრ “სახმშენის” თავმჯდომარის მოადგილედ. იგი არის ასზე მეტი არქიტექტურული ნამუშევრის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია: შოთა რუსთაველის დრამატული თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1950), ყოფილ კარლ მარქსის ხიდის რეკონსტრუქცია (1950),საბავშვო ბაგა-ბაღი  (1953, მელქაძესთან ერთად), ქორწინების სახლი (1965), ავტოსადგური ორთაჭალაში (1964), ადმინისტრაციული სახლი მეტრო “ისანთან” (1972), თბილიის სპორტული აუზის კომპლექსი (1979), რომელმაც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია დაიმსახურა 1982 წელს და მრავალი სხვა. 1981 წელს შ. ყავლაშვილს, ქალაქ თბილისის ბარათაშვილის ქუჩის ისტორიული განაშენიანების, რეკონსტრუქცია-რეგენერაციის და კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის არქიტექტურისათვის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1985 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments