შოთა ზამთარაძე (1926-1993)
საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში. 1949 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო კადემიაში, აპოლონ ქუთათელაძის კლასში.
1955 წელს ჩამოდის ბათუმში და მისი ინიციატივით იხსნება საბავშვო სამხატვრო სკოლა, რომელსაც 30 წელი ხელმძღვანელობდა და დღეს მისი სახელობისაა.
მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ტილოები დაცულია სპრინგვილის არტ-მუზეუმში.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.
მხატვრის ბიოგრაფია და სურათი მოგვაწობა ბატონმა დუგლას ზამთარაძემ.
