შოთა ძიძიგური (დ. 15 აგვისტო 1911, მათხოჯი — გ. 14 დეკემბერი, 1994)
ქართველი ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით 1930 წელს.
1936 წელს დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის, თელავის, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1967-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

