კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა ხაჯალია (1917-1991) – საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1952 წლებში იყო გორის თეატრის მსახიობი, 1952-1968 წლებში ქუთაისის, 1969-1979 წლებში თბილისის მუსკომედიის, ხოლო 1979 წლიდან თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. მისი საუკეთესო როლებია: შმაგა (ა. ოსტროვსკის “უდანაშაულო დამნაშავენი”), გრუმიო (შექსპირის “ჭირვეულის მორჯულება”), კოტე ( “ახალგაზრდა მასწავლებელი”), მუნჯი ბაჩუა (“ტარიელ გოლუა”), ხრინწა (ვ. ვიშნევსკის “ოპტიმისტური ტრაგედია), ისიდორე (“საბრალდებო დასკვნა”), დულიტლი (ბ. შოუს “ჩემი მშვენიერი ლედი”), ბოღმა ვანო,  და სხვა.
დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments