კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი (1930-2011) – იურისტი. დაიბადა მანჰეტენზე. სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ საკუთარი ბიურო გახსნა. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი და სწრაფად გაიკეთა პოლიტიკური კარიერა. 1965 წელს კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი ნიუ–იორკის მერის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლინდსმა საავტომობილო მიმოსვლის დარგში თანაშემწედ დანიშნა. დაკრძალულია ნიუ-იორკში, Woodlawn Cemetery, 4199 Webster Ave,Bronx, NY 10470; Plot: Beech; Sec: 34.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments