კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სიკო დოლიძე (დ. 6 თებერვალი, 1903. ოზურგეთი — გ. 17 ივლისი, 1983. თბილისი) – კინორეჟისორი და სცენარისტი. სტალინის პრემიის ლაურეატი (1950), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1965). 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო „სახკინომრეწვში“, ჯერ ადმინისტრატორად, შემდეგ რეჟისორის ასისტენტად. 1927 წელს შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღე ყარაჩოში“, 1931 წელს კი მხატვრული ფილმი „ზვავთა მხარეში“. ამას მოჰყვა „უკანასკნელი ჯვაროსნები“, დიდად გახმაურებული და პოპულარული „დარიკო“, „მეგობრობა“, „ჯურღაის ფარი“ (1950 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია), „ჭრიჭინა“, „ეთერის სიმღერა“, „ფატიმა“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“ და სხვები. 1928 წელს კინოსტუდიაში ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა (ახლანდელი „ქართული ფილმი“) კინოქრონიკას. მოძრავი, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს რეჟისორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეგი წულუკიძე (1921-1993) – საქართველოს დამსახურებული არტისტი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments