სილიბისტრო ჯიბლაძე (1859-1922) – პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1878 წელს, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს სემინარიიდან გარიცხეს რუსი რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის და 2 წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს; 1894 წლის 7 მაისს ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე წარმოთქვა ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული “მესამე დასის” პროგრამა; მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906); თანამშრომლობდა გაზეთებში: “სხივი”, “განთიადი”, “ელვა”; რევოლუციის შემდეგ ჯიბლაძე “ლიკვიდატორებს” მიემხრო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დააპატიმრეს და დახვრიტეს. საფლავი ვერის სასაფლაოზე აღმოაჩინა აკადემიკოსმა გურამ შარაძემ.
