კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სიმონ ჩიქოვანი (დ. 27 დეკემბერი, 1902/9 იანვარი, 1903, სოფ. ნაესაკაო, აბაშის რაიონი — გ. 24 აპრილი, 1966, თბილისი) –
პოეტი.
1921 წელს პოეტი თბილისის უნივერსიტეტში შედის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – “საქართველო – ფენიქსი”. 1924-28 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: 1932 წლიდან იგი ინიშნება გამომცემლობა “საბჭოთა მწერალის” მთავარ რედაქტორად. 1944-51 წ.წ. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954-60 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “მნათობს”.
1962 წლის აგვისტოში გარდაიცვალა მისი მეუღლე მარიკა ელიავა. დიაბეტით დაავადებული სიმონის მხედველობა კატასტროფულად გაუარესდა – პრაქტიკულად იგი დაბრმავდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments