სიმონ ჩხაიძე (1921-2001) –
საქართველოს დამსახურებული ექიმი.
დაიბადა აცანაში, დაამთავრა ბათუმის პირველი სკოლა, ხოლო შემდეგ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დასრულებისთანავე გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც მეთაურობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას. 1946 წლიდან მსახურობდა აჭარის ჯანდაცვის სისტემაში. იყო მთავარი სტომატოლოგი. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბათუმის #1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკას.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

