სიმონ გირგოლავა (1881-1957) –
ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
დაიბადა თბილისში. 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია. ქირურგის რანგში მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, ხალხინ გოლის ბრძოლებში, ფინეთის ომში. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საბჭოთა არმიის მთავარი ქირურგის მოადგილე. 1943 წელს მიიღო სტალინური პრემია.
დაკრძალულია პეტერბურგში – ბოგოსლავსკის სასაფლაოზე.

