სიმონ ჯანაშია (დ. ძველი სტილით [13 ივლისი], ახალი სტილით [26 ივლისი], 1900, სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა, — გ. 5 ნოემბერი, 1947, თბილისი)
ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და ენათმეცნიერების სპეციალობით 1922 წელს.
1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოვაწეობდა. 1930 წლიდან ს. ჯანაშია უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საქართველოს ისტორიის კათედრას. 1935 წელს დაინიშნა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად, 1936-1937წწ. ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში. 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. 1941-1943წწ. ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

