კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სიმონ მდივანი (დ. 1876-20 ოქტომბერი, ხონი –  გ. 1937, 13 დეკემბერი, სოშო) –
პოლიტიკოსი, დიპლომატი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლიდან დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად სომხეთის რესპუბლიკაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. არჩეული იყო დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგად. 1921 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთში. 1922 წლის გაზაფხულიდან იყო ინტერპარტიული კომიტეტის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა “კავკასიის კონფედერაციის საბჭოს” ფორმირებაში.
გარდაიცვალა 1937 წლის 13 დეკემბერს, საფრანგეთში, ქალაქ სოშოში. დაკრძალეს ლევილში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments