სიმონ მთვარაძე (დ. 1905, საგარეჯო — გ. 24 აპრილი, 1968, თბილისი) – დრამატურგი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1928 წელს; წლების მანძილზე იყო ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; დრამატურგის მრავალმა პიესამ მოიარა საქართველოს ყველა თეატრი, ხოლო პიესები “შლეგი” და “მთაგრეხილზე” დიდხანს არ ჩამოსულა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენიდან; აღსანიშნავია რომ მის მიერ დაწერილმა პიესამ “სურამის ციხე” ხელი შეუწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალგაზრდული კოლექტივის დიდ წარმატებას მოსკოვში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნინო მთვარაძე.

