კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სიმონ ხეჩინაშვილი (დ. 26 ნოემბერი, 1919, ქუთაისი ― გ. 23 ივნისი, 2010, თბილისი),
ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1980).
1941 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1942-1946 წლებში მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიურ კლინიკაში, 1947-1954 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ი. ბერიტაშვილთან. 1941–1942 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის # 1 ტუბ-დისპანსერის ორდინატორად. 1942–1946 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად. 1946–1951 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ასისტენტად. 1951–1952 წლებში ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის დოცენტი. 1952–1979 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. 1979 წლიდან არჩეულ იქნა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments