კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სიმონ ხუნდაძე (დ. 15 ნოემბერი, 1897, სოფ. კალაგონი (ჩოხატაურის რაიონი) — გ. 21 აგვისტო, 1933, თბილისი)
ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი.
1914 წელს დაასრულა ქუთაისის გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ ყმაწვილმა მიიპყრო მასწავლებელთა ყურადღება. მეშვიდე კლასელს უკვე წაკითხული ჰქონდა ქართული და რუსული მხატვრული ლიტერატურა, იცნობდა საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის მკვლევართა ნაშრომებსა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ნარკვევებს.
სტუდენტობისას აქტიურად ებმება რევოლუციური წრეების საქმიანობაში. 1917 წელს იარაღით ხელში, რუს სტუდენტებთან ერთად იბრძოდა რევოლუციის ბარიკადებზე. იმავე წელს სრულიად ჩამოყალიბებული პუბლიცისტი და ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას.
1924-1925 წლებში მოსკოვში ამთავრებს წითელი პროფესურის ინსტიტუტს და საქართველოში დაბრუნებისთანავე ენერგიულად განაგრძობს მეცნიერულ ლიტერატურულ მოღვაწეობას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments