ვლადიმერ „სიომა“ ბარქაია (დ. 24 დეკემბერი, 1937, გაგრა — გ. 30 დეკემბერი, 2022, თბილისი) –
ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე. იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. 2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
