სლავა მეტრეველი (დ. 30 მაისი, 1936 – გ. 7 იანვარი, 1998) – ფეხბურთელი, ევროპის პირველი ჩემპიონი. საფეხბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა მოსკოვის „ტორპედოსა“ (1956-1962) და თბილისის „დინამოს“ (1963-1971) შემადგენლობაში. 1976-1977 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვთნელის თანაშემწე. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1960, 1964. საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1960. საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა 48 და შეძლო 11 გოლის გატანა, მონაწილეობდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში 1962, 1966 და 1970 წლებში, ასევე 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. ამ უკანასკნელში სლავა მეტრეველმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი იუგოსლავიის წინააღმდეგ, მატჩი 2-1 დასრულდა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოს შესასვლელში.

