ალექსანდრე სულაბერიძე (1916-1958),
ფინეთთან ომის გმირი.
დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ლესაში. არმიაშია 1937 წლიდან, მანამდე მუსაობდა მშობლიური სოფლის ტრაქტორისტად და ბათუმის რკინიგზის დეპოს მუშად.
1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ფინელებთან ბრძოლაში გამოჩენილი გულადობისა და ვაჟკაცობისათვის; ტანკით გაანადგურა ფინელების რამდენიმე საცეცხლე წერტილი.
1941 წლიდან დემობილიზებულია, ცხოვრობდა ბათუმში, მუშაობდა ლიმონათის ქარხნის დირექტორად.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

