კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სოლიკო ხაბეიშვილი (1935-1995) – საზოგადო მოღვაწე, საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. 1975 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1992 წელს დაინიშნა ე.შევარდნაძის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტად. 1995 წლის 20 ივნისს, საკუთარი ბინიდან გამოსული სოლიკო ხაბეიშვილი ის-ის იყო სამსახურებრივ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ რამდენიმე ნიღბიანმა, დაქირავებულმა მკვლელმა ზურგიდან მიპარვით, დამიზნებით ესროლა… დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments