სოლომონ თავაძე (დ. 11 ივლისი [ძვ. სტ. 29 ივნისი ], 1890, ჩოჩხათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 28 მაისი, 1960, თბილისი) – მწერალი, რევოლუციონერი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. გაჭირვებამ საშუალება არ მისცა ესწავლა სკოლაში. 1904 წელს დაიწყო დაიწყო მუშაობა ჩაქვში ჩაის მკრეფავად. მუშაობის დროს ეცნობოდა არალეგალურ ლიტერატურას. 1
1910 წლის მარტის დასაწყისში დაბრუნდა ბაქოში, სადაც 19 მარტს დააპატიმრეს. 11 თვე გაატარა ბაქოს ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისში, სადაც გურიის რესპუბლიკის საქმეზე გაასამართლეს და მიუსაჯეს 10 წლით პატიმრობა. 1912 წელს ქუთაისის ციხეში ყოფნის დროს ჯვარი დაიწერა. პატიმრობაში დაიწყო წერა. მისი პირველი ლექსი „მუშა“ 1912 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „თემში“. ამის შემდეგ მისი ლექსები და მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა „ობოლი მუშის“ ფსევდონიმით. 1915 წლის შემოდგომაზე გადაიყვანეს მეტეხის ციხეში. მუშაობდა ციხის სტამბაში, ისწავლა ასოთაწყობა. ციხიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1918 წელს გამოქვეყნდა თავაძის პირველი წიგნი, მომავალი, რომელშიც შევიდა საპატიმროში დაწერილი ლექსების და პოემების კრებული. მალე მას მოჰყვა მოთხრობების წიგნი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დაკრძალულებია მისი მეუღლე აგრაფინა თავაძე (1894-1973) და ვაჟიშვილი აკაკი თავაძე (1918-1920).

