კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სოლომონ ხუციშვილი (1908-1995)
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1930 წელს.

1938 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1939 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად სოხუმის მ. გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1943-1950 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორად. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments