სოსო წერეთელი (1958-1983 წწ.)
მხატვარი, საზოგადოება იცნობს როგორც „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთ წევრს.
ბევრმა არ იცის, რომ სოსო წერეთელმა თავისი ცხოვრების 25 წლის ასაკში, საბჭოთა რეჟიმისა და თითოეულ შემოქმედებით პიროვნებაზე დიდი წნეხის პირობებში თავისუფლებისადმი დიდი ლტოლვა შემოქმედებაში – ფერწერასა და გრაფიკაში გამოხატა. მან შექმნა ფერწერული ტილოები რელიგიურ თემაზე იესო ქრისტეს გამოსახულებით.
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

