სპარტაკ ბაღაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1914, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1977) –
კინომსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1963). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1939).
1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა. 1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი როლი იყო არსენა ოძელაშვილის გმირი ფილმში „არსენა“ (1937). გადაიღეს კიევის კინოსტუდიის ფილმში „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (მალფარი, 1964), ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში „ნოსო“ (ბაბაკალონი, 1966) და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
