კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სპირიდონ კედია (1884-1948) –
პოლიტიკური ლიდერი.
1905 წ. იანვრის ბოლოს, რევოლუციის დროს, სპირიდონ კედიას ხელმძღვანელობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა არეულობა და გამოსვლა მოეწყო. ამის გამო გიმნაზიიდან გარიცხეს, ქუთაისიდან გაასახლეს და ზუგდიდიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს. 1905-07 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ სვანეთში იმალებოდა, ჟანდარმერია ყველგან დაეძებდა.
1905 წ. 12 ოქტომბერს სპირიდონ კედიამ წერილობით მიმართა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ყრილობის საბჭოს და ევროპაში უმაღლესი განათლების მისაღებად თანადგომა ითხოვა, უარი არ უთქვამთ, თვიურად 25 მანეთი სტიპენდია დაუნიშნეს. 1906 წ. შემოდგომაზე სამშობლოდან მალულად გაემგზავრა და პარიზში ჩავიდა. “კოლეჟ დე ფრანსში” თავისუფალ მსმენელად ჩაეწერა. 1907 წ. კი სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავე წლის იანვარში პარიზში დაარსდა ქართველ სტუდენტთა საზოგადოება, რომლის მუშაობაშიც იგი აქტიურად მონაწილეობდა. ხელმოკლეობის მიუხედავად, ბეჯითად მეცადინეობდა. მეორე კურსიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამხრეთ საფრანგეთში გადავიდა. ლექსციებს ტულუზის უნივერსიტეტში ისმენდა, დამთავრებით კი მონპელიეს უნივერსიტეტი დაამთვრა. მერე ისევ სორბონაში დაბრუნდა და ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხისათვის მუშაობას შეუდგა. I მსოფლიო ომის დაწყებამდე სპირიდონ კედიამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ რუსეთში გამოჩენისთანავე ჟანდარმერიამ დააპატიმრა და კრონშტატის ციხეში ჩასვე. პეტერბურგის ქართული კოლონიის წევრების, ივანე ჯავახიშვილისა და სხვათა დიდი ძალიხმევა გახდა საჭირო მის გასათავისუფლებლად. 1914 წ. სპირიდონ კედია თბილისში ჩამოვიდა. ქართველი მრეწველების და ქველმოქმედების – აკაკი ხოშტარიას, ძმები ზუბალაშვილების, იოსებ დადიანისა და სხვათა თანადგომით, 1915 წელს დაარსა გაზეთი “საქართველო”. გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებული მისი წერილები პორდაპირობით, დახვეწილი სტლითა და ეროვნული ინტერესებით გამოირჩეოდა.
1918 წლის აგვისტოდან სპირიდონ კედია საქართველოშია.  საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად ეროვნულ–პოლიტიკური ძალები 1922 წლის თებერვლისთვის მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციას ამზადებდნენ. გამოშვებული იქნა ბროშურები, პროკლამაციები და სხვა. მაგრამ ჩეკამ წინასწარ მიიღო ზომები და ანტისაბჭოთა პარტიების თითქმის ყველა ხელმძღვანელი დააპატიმრა. დააპატიმრეს სპირიდონ კედიაც… სპირიდონ კედია ჯერ მეტეხის, ხოლო 6 თვის შემდეგ ორთაჭალის ციხეში მოათავსეს, საპყრობილეში გაუსამართლებლად ერთი წელი დაჰყო. განთავისუფლების თხოვნთ პატიმრისგან ფარულად ხელისუფლებას მისმა მეუღლემ სიფიო ჩიჯავაძე–კედიამ მიმართა. სპირიდონ კედია ერთი პირობით გაანთავისუფლეს, თუ საქართველოს გაეცლებოდა და უცხოეთში გაიხიზნებოდა… ის ეტაპით ჩაიყვანეს ბათუმში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იტალიურ გემ “კლეოპატრაზე” აუშვეს და უპასპორტოდ და უვიზოდ საფრანგეთში გაისტუმრეს.
დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments