სტეფანე ჭრელაშვილი (დ. 27 დეკემბერი, 1857, სოფ. მაღარო (სიღნაღის რაიონი) — გ. 3 იანვარი, 1917, თბილისი)
ქართველი პუბლიცისტი. თბილისის ფუნიკულიორის პირველი დირექტორი.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ რევოლუციური მოღვაწეობისათვის გარიცხეს. 1876 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელია. შემდეგ გადავიდა მოსკოვში, მაგრამ დიდად გაიტაცა რევოლუციონერ-ხალხოსანმა იდეებმა და აქტიურად ჩაება მათი წრეების მუშაობაში. აღნიშნულის გამო მას 1878 წელს სამი თვით პატიმრობა და მუდმივი ზედამხედველობა მიუსაჯეს. ამავე მიზეზით ორჯერ იყო გაციმბირებულიც.
1887 წელს დაბრუნდა სამშობლოში და პუბლიცისტობას მიჰყო ხელი, თანამშრომლობდა „ივერიაში“, „ნოვოე ობოზრენიესა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში, მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში აგენტად, მდივნად.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

