კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სულიკო კოროშინაძე (1932-2011) –
საესტრადო მომღერალი, ფოლკლორისტი.
სწავლობდა ვაჟთა 20-ე სკოლაში, სადაც მონაწილეობას იღებდა სკოლის საზეიმო საღამოებში და ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა იგი, როგორც საესტრადო მომღერალი და შემსრულებელი.
1955 წელს სულიკო კოროშინაძემ უნივერსიტეტი დაამთავრა. ამ დროს საქართველოს ფილარმონიასთან ჩამოყალიბდა საესტრადო ორკესტრი, გიორგი გაბისკირიას ხელმძღვანელობით. ჩატარებულ კონკურსში უამრავი მსურველი მონაწილეობდა. სულიკომ გაიმარჯვა და ორკესტრის სოლისტი გახდა. შემდგომში ორკესტრმა კვლავ განიცადა შემოქმედებითი გადახალისება. 1960 წლიდან ორკესტრს ეწოდა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“, რომლის სოლისტი კოროშინაძე 25 წელი იყო.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments