კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სულიკო თორთლაძე (20.11.1919, ქუთაისი – 04.05.1982)
კალათბურთელი, თამაშობდა ქუთაისის “დინამოსა” (1938-40, 44) და თბილისის “დინამოში” (1945-52). სსრკ ჩემპიონი (1950), მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1949).
ბავშვთა კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. მისი აღზრდილები არიან: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე და გელა დარსაძე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.
დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments